ტრენინგის მეოთხე დღე დიაწყო საშინაო დავალების განხილვით, შემდეგ გადავედით სასწავლო პროექტის გეგმზე,ტრენერმა– რუსამ გაგვაცნო ელექტრონული წიგნის გამოყენებით ,, მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები'' . გავეცანით, განვიხილეთ, გუნდურად ვმუშაობდით ზოგადი კითხვებს, თემატური კითხვების, შინაარსობრივი კითხვების შედგენაში, შემდეგ დამოუკიდებლად თანმიმდევრობით ჩავწერე კითხვები სასწავლო პროექტის გეგმაში. გავეცანით სხვადასხვა ტიპის სქემების შაბლონების, როგორიც არის: სქემა ;; კავშირი, დაკვირვება, ინტერესი, დიდი მოაზროვნეები, ,,შტორმის საათი. როგორც წინა დღეები ეს დღეც იყო აქტივობებით დატვირთული, შრომატევადი, თანამშრომლური. ტრენერი–რუსა მუხლმოუხრელად (გვედგა) მედგა გვერდში, ცდილობდა ყველა დეტალი აეხსნა ამომწურავად,რათა გაეადვილებინა საკითხები. მადლობა რუსა ასეთი თბილი და ყურადღებიანი მოპყრობისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий